|  რეგისტრაცია  |  შესვლა
ქალაქებიმთავარიახალიპოპულარულიმომავალი შეთავაზებაბალანსის შევსებაჩემი გვერდირჩეულები ¬
VIP+ აქციებიVIP აქციები საათები Hand MadeსასაჩუქრეDavid Jones Tbilisiბეჭდვა/ციფრულისაახალწლო აქსესუარები*გამოწერა**
სავალდებულო ველი აღნიშნულია
მომხმარებელი:
პაროლი:
დაადასტურეთ პაროლი:
სახელი, გვარი:
ელ-ფოსტა:
მობილური:
აუცილებლად გაიარეთ SMS იდენტიფიკაცია
SMSშემოწმება
პირადი ნომერი
(11 ნიშნა):
დაბადების თარიღი:
მისამართი:
სქესი:  
UNICARD ბარათის ნომერი
ხელშეკრულეის პირობები:
მომსახურების პირობები

პროდუქტის გაყიდვა იწარმოებს 2 პრინციპით:
1. ინდივიდუალური შეთავაზება.
2. ჯგუფური შეთავაზება.

ინდივიდუალური ნივთის/პროდუქტის შეძენის შემთხვევაში თქვენ საბანკო ანგარიშიდან მაშინვე ჩამოგეჭრებათ თანხა და პროდუქტი ითვლება შეძენილად. ჯგუფური შეძენის შემთხვევაში თქვენ დაგიკავდებათ/ჩამოგეჭრებათ თანხა თქვენი ანგარიშიდან ამ აქციაზე ვადის ამოწურვამდე და თუ მყიდველთა მინიმალური რაოდენობა არ შეგროვდება, თქვენ გიბრუნდებათ თქვენს მიერ სრულად ამ ნივთზე გადახდილი თანხა. მყიდველი მიიღებს უნიკალურ კოდს ელექტრონული ფოსტით და პირად კაბინეტში, რომლის გამყიდველთან წარდგენისას, მიიღებს შეძენილ პროდუქტს. ყოველი შეძენილ ნივთს/პროდუქტს გააჩნია გარკვეული ვადა, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ–გვერდზე და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, გამყიდველისაგან პროდუქტის ვერ მიღების შემთხვევაში, ორგანიზატორი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან.

დასაწყისისთვის მომხმარებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე და რეგისტრაციისას მიუთითოს სრული და უტყუარი ინფორმაცია. რეგისტრაციისას ვებ გვერდი ქმნის მომხმარებლისათვის პირად კაბინეტს სადაც მას შეუძლია მართოს შეძენილი სერვისები. ვებ-გვერდის მომხმარებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს ან უნდა გააჩნდეს მშობლების ნებართვა ვებ გვერდზე რაიმე ნივთის შეძენისათვის. სისტემა უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ-გვერდის გაფორმება, დიზაინი და სხვა. სისტემა არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან მესამე პირების წინაშე, ვებ-გვერიდს ან მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, ბმულების და სხვა რისი მომსახურების შედეგად მომხმარებელს მიადგა ნებისმიერი სახის ზიანი. ვერ მოახდინა საკუთარი იდეის განხორციელება, ვებ გვერდზე მომხმარებელს ექმნება საკუთარი ვირტუალური ანგარიში (ბალანსი), რომლითაც შეუძლია იყიდოს ნებისმიერი შეთავაზებული პროდუქცია / სერვისი. ანგარიშის (ბალანსის) შევსება შესაძლებელია ვებ გვერდზე არსებული საგადამხდელო საშუალებებით. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელებულია ვებ გვერდზე მისი სახელით. ვებ გვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად აქვს გათვითცნობიერებული მისი გამოყენების წესები. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე. იკრძალება ვებ გვერდზე არასწორი ინფორმაციის მითითება. მომხმარებელი თანახმაა დაიცვას ყველა ადგილობრივი კანონი და საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმები. მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე (ტექნიკური ინფორმაცია, მიმოწერა, პირადი მონაცემები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და სხვა). იკრძალება ვებ გვერდის სხვა მომხმარებლებისათვის არასასურველი ფოსტისა და შეკითხვების (სპამის) დაგზავნა, მასზე ჰაკერული შეტევების განხორციელება. ვებ-გვერდი იტოვებს უფლებას, ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ამოშალოს და გააუქმოს რომელიმე დარეგისტრირებული მომხმარებელის მონაცემები. მომხმარებლის ვებ-გვერდის გამოყენებით შესაძლოა სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვისას მიიღოს რაიმე არასასურველი შედეგი, (მონაცემების წაშლა ასევე ნებისმიერი სხვა სახის ზიანი) ვებ-გვერდი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ ზიანზე რომელიც შესაძლოა მიაყენოს ამგვარმა ქმედებამ მომხმარებლის ან მესამე პირების კომპიუტერულ ტექნიკას, ან სხვა რაიმე ქონებას. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გადავცემთ ან შესყიდულ ვიქნებით სხვა პირის მიერ, ამ შემთხვევაში ის მიიღებს ყველა ჩვენს ხელთ კანონიერად არსებულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენ პირად ინფორმაციას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავცეთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით ამას აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ გთხოვთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი ინფორმაცია მისი შეცვლისთანავე. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი საიდენტიფილაციო ინფორმაციის წაშლა, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ ნებისმიერი ინფორმაციის მოძიების ან გადამოწმებისათვის შესაძლოა დაგვჭირდეს ეს ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ ეს ინფორმაცია იყოს ჩვენს არქივში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული. თქვენი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის, თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მითითების შემდეგ. გთხოვთ არავის არ გაანდოთ თქვენი პაროლი. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება ჩვენს სისტემაში, რომელზედაც ხელი მიუწვდებათ მხოლოდ შესაბამისი სამსახურის კომპეტენტურ პირებს. ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მზგავსი ინფორმაცია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაცია თუ ის არ არის სრულწლოვანი. ვებ-გვერდი შესაძლებელს ხდის, რომ ჩვენი მომხმარებლები პარალელურად შეუერთდნენ ჩვენს გვერდს facebook-ზე, რათა მათ იურთიერთონ თავიანთ მეგობრებთან და ნახონ ნებისმიერი აქცია ჩვენს მიერ შეთავაზებული. ჩვენ, ჩვენი თანამშრომლები, დირექტორები, წარმომადგენლები და სხვები პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერი არაპირდაპირი თუ სამაგალითო ზიანისათვის. ზემოთჩამოთვლილი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საკითხი ასევე ვრცელდება ნებისმიერი სარჩელის მიმართ. თქვენსა და ჩვენს სხვა მომხმარებლებს ან თქვენსა და პარტნიორებს შორის წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად, თქვენ გვათავისუფლებთ ჩვენ ნებისმიერი სარჩელისა და პასუხისმგებლობისაგან.

რეგისტრაცია
ჩვენ შესახებ   |   წესები   |   კონტაქტი
ცხელი ხაზი
558 92 72 75