vipsale.ge არის ინდივიდუალური და ჯგუფური შესყიდვების ვებ-გვერდი, სადაც თქვენ მიიღებთ შემოთავაზებებს თქვენთვის სასურველ საქონელსა და მომსახურეობაზე წარმოუდგენლად დაბალ ფასად. vipsale.ge-ს დახმარებით თქვენ ყოველდღიურად მიიღებთ ექსკლუზიურ შემოთავაზებებს სხვადასხვა კომპანიებისაგან, შეიძენთ საჩუქრებს თქვენთვის და მათთვის, ვინც ყველაზე ძალიან გიყვართ. vipsale.ge-ს შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც არის სრულწლოვანი ან აქვს მშობლების ნებართვა და ვინც გადაიხდის ნებისმიერი ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით. გთხოვთ ნებისმიერი აქციის მიღებამდე და დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ჩვენს პირობებს.
vipsale.ge-ზე ჩვენ წარმოგიდგენთ ორი ტიპის შეთავაზებას: „ინდივიდუალურს“ და „ჯგუფურს“. ინდივიდუალური შეთავაზებები: შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი თუ მომსახურეობა. აქ არ არის განსაზღვრული მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა იმისათვის, რომ შედგეს შეთავაზება. ჯგუფური შეთავაზებები: ამ შემთხვევაში, აუცილებელია შეგროვდეს შეთავაზებაში მითითებული მომხმარებლების მინიმალური რაოდენობა. თქვენ თქვენის მხრივ შეგიძლიათ სოციალური ქსელის მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს თქვენთვის ან მათთვის სასურველი ნივთი. ნივთის/მომსახურების შესაძენად ანგარიშსწორება ხდება პირდაპირ ვებ-გვერდზე, პლასტიკური ბარათების საშუალებით. შენაძენის დასამოწმებლად, თქვენ მიიღებთ უნიკალურ კოდს, თქვენს ელფოსტაზე. მიღებულ სპეციალურ კოდს, პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად წარადგენთ შესაბამის ადგილზე და მიიღებთ შენაძენს.
| |
|